The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია მამალაძე

ილია მამალაძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1999  (98 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

1929 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ემსახურებოდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების საქმეს. მუშაობა დაიწყო ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესის) მორიგე ელექტროტექნიკოსის თანამდებობაზე; სხვადასხვა დროს მუშაობდა სარელეო დაცვის ინჟინრად, საქსელო რაიონის უფროსად; 1941-1961წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი; 1961 წლიდან - "საქენერგოს" მთავარი ინჟინერი; 1962 წლიდან "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინერი, უფროსის პირველი მოადგილე; 1979-1981წწ. - საპროექტო ორგანიზაცია "საქენერგოპროექტის" დირექტორი; 1981-1983წწ. - "საქმთავარენერგოს" დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებების საქსელო საწარმოს დირექტორი; სიცოცხლის უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალურ ელექტროქსელში ინჟინრად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.104; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.140

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს საპატიო ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: