Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მაყაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა და დანადგართა ელექტრიფიკაცია" ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. მუშაობა დაიწყო ინჟინრად "საქენერგოს" გურჯაანის ელექტროქსელში. 1963 წელს გადაყვანილ იქნა "საქენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში. 1968-1970წწ. იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1970-1974წწ. - "საქენერგოგაწყობა", საამქროს უფროსი; 1974-1980წწ. - მარნეულის მაღალი ძაბვის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1980-1983წწ. - "საქენერგოს" საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1983-1988წწ. - თბილსრესის დირექტორი; 1988-1991წწ. - "საქენერგოგაწყობის" დირექტორი; 1991-1994წწ. - "საქენერგოექსპლუატაციის", შემდეგ კი "საქენერგორემონტის" გენერალური დირექტორი; 1994-1996წწ. - დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-1999წწ. - სკ "საქენერგოგენერაციის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 2002 წელს ხელმძღვანელობდა სსიპ "ენერგოგენერაციის" ტექნიკურ სექტორს. აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკთან, გერმანიის საკრედიტო ბანკთან. ხელმძღვანელობდა ელექტროსადგურებზე სარეაბილიტაციო პროგრამების მომზადებასა და მათ შესრულებას. იყო არაერთი მნიშვნელოვანი რაციონალიზატორული წინადადების, გამოგონებისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი. დაჯილდოებული იყო საკავშირო სამკერდე ნიშნით "Ветеран энергетики". წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.105-106; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.211-212 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |