The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი ჯაფარაშვილი

ლალი ჯაფარაშვილი
Date of birth:2 September, 1943  (81 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1982 წლიდან მუშაობს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურულ სტუდიაში; პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში", 1968 წელს; 1979 წელს გამომცემლობა "მერანში" გამოვიდა მისი პირველი ლირიკული ლექსების წიგნი "მზეკარა"; 1986 წელს, იმავე გამომცემლობამ დასტამბა მისი ლირიკული ლექსების მეორე წიგნი "აპრილის ცრემლი"; წლების მანძილზე მისი ლირიკული და საბავშვო ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალებში "ცისკარი" და "მნათობი", გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში"; 1985 წელს, ნოდარ დუმბაძის რეკომენდაციით, გამომცემლობა "ნაკადულმა" გამოსცა მისი საბავშვო ლექსების პირველი კრებული "ქარი და ციყვები"; 2000 წელს გამოიცა საბავშვო ლექსების წიგნი "ყველა ფურცელი საჩუქარია", აღნიშნული კრებული მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის ხსოვნას. 2007 წელს, გამომცემლობა "შემეცნებამ" გამოსცა ლალი ჯაფარაშვილის საბავშვო ლექსების სახალისო კრებული "ყველაფერი თავდაყირა"; გამომცემლობა "ანბანში" გამოიცა საბავშვო ლექსების წიგნი "შენთვის ვიზრდები, მამულო"; გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა საბავშვო წიგნი მხიარული ხმები, რომლის ტექტსიც გადმოაქართულა ლალი ჯაფარაშვილმა.

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი: fundlibo.blogspot.com

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი, წევრი (1984-)

Awards and Honors

  • 2010 - მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია
    ჟურნალ "დილაში" გამოქვეყნებული საბავშვო ლექსებისათვის

Bibliography

  • იმედი : პოეზია (Author). - თბილისი, 2011. - 219გვ.. - ISBN: 978-9941-0-3450-3
  • ყველაფერი თავდაყირა : სახალისო კრებული ბავშვებისათვის (Author). - თბილისი, შემეცნება, 2007. - 24გვ.. - ISBN: 978-99940-822-7-8
  • აპრილის ცრემლი : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1986. - 61გვ.
  • ქარი და ციყვები : ლექსები. უმცრ. სასკ. ასაკის ბავშვებისათვის (Author). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 34გვ.
  • მზეკარა : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1979. - 39გვ.

Share: