The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა გაბური

ლელა გაბური
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გამარჯვება, გარდაბნის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს.
მუშაობდა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში; მათ შორის, საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში, საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიაში, სატაძრო მედიცინის ცენტრში "ბარისახოს ამბულატორია-დღის სტაციონარში"; არის ააიპ "ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის" დამფუძნებელი; საოჯახო სასტუმრო "ლულუს" დირექტორია; სხვადასხვა დროს გამოცემულის აქვს 4 პოეტური კრებული და 2 საბავშვო პროზაული კრებული, სამეცნიერო შრომები ხევსურული ფოლკლორის, რელიგიისა და მედიცინის ისტორიის საკითხებზე. მედიცინის აკადემიური დოქტორი (2006). მედიცინაში გაწული ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო "მედიცინის სიამაყე -2015", სახელმწიფო წარმატებული საქმიანობისთვის ჯილდო "წლის ხელმძღვანელი - 2016".

სადისერტაციო თემა - "ტრადიციული მედიცინა და ბიოეთიკის საკითხები საქართველოში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
    ყამარის ლექსი / ლელა გაბური.-თბილისი : გრაალი, 1998.-80გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: