The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა ცუცქირიძე

ლელა ცუცქირიძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მწერალი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გადაცემებსა და რედაქციებში; მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მკითხველთა კლუბის პედაგოგად, ნოდარ დუმბაძის ფონდის საკვირაო სკოლის "ზურიკელას სკოლის" პედაგოგად, ამონაშვილის საავტორო ბაღის "ბასტი ბუბუს" სამხატვრო მენეჯერად; არის სხვადასხვა ლიტერატურული და შემოქმედებითი პროექტების მონაწილე, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ნომინანტი; არის USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) საბავშვო ტექსტების ავტორიიბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში; მისი ტექსტები შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, ალმანახებსა და კრებულებში, მათ შორის, ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) და უცხოურ - გერმანულ, ბერძნულ, რუსულ, ლიტვურ ლიტერატურულ კრებულებსა და ალმანახებში; თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ, ლიტვურ,  უკრაინულ,  რუსულ, ენებზე; მისი ნახატები ინახება საქართველოს, ლიტვის, აშშ-ს კერძო კოლექციებში; საბავშვო მწერალი, მხატვარ-ილუსტრატორი.
წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: