The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1990  (35 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2013 წელს.

2009-2013წწ. - სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკანტი; 2011 წელს - სსპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აკრედიტაციის ექსპერტი; 2011-2012წწ. - სახალხო დამცველის აპარატი, მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2013-2014წწ. - იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მრჩეველი; 2014-2015წწ. - სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2014 წლიდან - "ნიუ-ვიჟენ" უნივერსიტეტი, პროფესორის ასისტენტი; 2015-2017წწ. - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი; 2017 წელს - ეკონომიური და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; 2017-2018წწ. - შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2018-2019წწ. - შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2020 წელს - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ად. უფლებათა სამდივნოს უფროსი; 2020 წელს - პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენრის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერფი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის", წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)

ბიბლიოგრაფია

  • ბიკამერალიზმის დილემები (თანაავტორი). - ბათუმი, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, 2011. - 88გვ.. - ISBN: 9789941036286

გააზიარე: