The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1999-2004წწ. ა/ო "სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა", გამგეობის თავმჯდომარე; 2002-2004წწ. სს "ხიდმშენის" იურის-კონსულტანტი, მენეჯერი; 2004-2010წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელი; 2010-2013წწ. შპს "მედიაჰაუსი დეკომი", იურისტ-კონსულტანტი, 2010-2012წწ ჟურნალი "ლიბერალი"; 2010-2012წწ. შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფა" - სპეციალისტი; 2013 წელს-შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - ახალი მედიის მართვის სპეციალისტი; 2013-2014წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარია - ინტერნეტ რესურსების მართვის სპეციალისტი; 2014-2016წწ. საქართველოს პარლამენტი - პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 2014 წელს-საქართველოს მთავრობის კანცელარია - პროექტების დაგეგმვისა და რეფორმების სამსახური, სამმართველოს უფროსი; 2014-2015წწ. ტელეკომპანია "ჯიდიეს" მთავარი პროდიუსერის მოადგილე; 2015-2017წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - სამმართველოს უფროსი; 2017-2020წწ. თბილისის საკრებულოს VI მოწვევის წევრი; ფრაქცია"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე; 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", თავმჯდომარის მოადგილე (2020-)

გააზიარე: