The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია გელაშვილი

მაია გელაშვილი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბე, სიღნაღის რაიონი.
დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ განყოფილება, ფოლკლორის სპეციალობით 1995 წელს.
1996-2014წწ. მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში: რაინდთა საავტორო სკოლაში ფოლკლორის მასწავლებლად, დიდუბის რაიონის N1 მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მუსიკის მასწავლებლად, თბილისის სკოლა-ლიცეუმთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში ხალხური სიმღერების მასწავლებლად; 2004 წლიდან ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ "ნანინას" წევრია; 2013 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მხიარულ-ბრაზიანი ბატონები"; 2015 წლიდან მუშაობს ქ. ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელად; აგრეთვე ხელმძღვანელობს გოგონათა გუნდს და ამავე ცენტრთან არსებულ გოგონათა ანსამბლ "სამშვენისს".

წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: