შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ჯოხარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. 1969 წლიდან სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელში, 1973 წლიდან - ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, მუსიკის ისტორიის განხრით. 1979-2006წწ. მუშაობდა კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო ათწლედში და ე. მიქელაძის სახ. სამუსიკო კოლეჯში; ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 80-იან წლებში; 1986 წელს ჟურნალში "პიონერი" დაიბეჭდა მისი მოთხრობა "უცნაური ბეჰემოთი ბიბი"; იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში "დილა", "ლიტერატურული პალიტრა", გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "12 მტრედი"; მანანა ჯოხარიძის მოთხრობა შესულია გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ დასტამბულ კრებულში "საბავშვო მოთხრობები" და სახელმძღვანელოებში; არის ავტორი წიგნებისა "მხიარული ზღაპრების კალათა" და "დოქტორ ლაზარეს უცნაური სტუმარი". წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |