შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, საიდანაც 1943 წლის 10 თებერვალს, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; 1943 წლის დეკემბერში იგი გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან და ამჯერად სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1943-1949წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე; 1949 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად; 1973 წელს იგი აირჩიეს სამთო მანქანების კათედრის პროფესორად. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 3 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია. მიღებული აქვს სამი საავტორო მოწმობა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1958), დოცენტი (1961), პროფესორი (1976). წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.112 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |