შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ მხეიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1930 წელს. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ენერგოსისტემაში: 1931-1937წწ. მუშაობდა ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინრად, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ და ამიერკავკასიის ენერგოსისტემის ექსპლუატაციის გამყოფილების უფროს ინჟინრად; 1937-1958წწ. იყო საქენერგოს უფროსის პირველი მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1958 წლიდან, როგორც დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით დარგში, ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის თბილისის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტს; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს მაპროფილებელ დისციპლინებში; წარმატებით მოამზადა მრავალი დიპლომანტი; ათეული წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი; გამოქვეყნებული აქვს ენერგოსისტემის ავტომატიზაციისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი; 1965 წელს გავიდა პენსიაზე და მუშაობას განაგრძობდა "საქმთავარენერგოს" საინფორმაციო სამსახურში, შემდეგ საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად, საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად; დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.112-113; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |