შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი 1991 წელს; 1993-1994წწ. სწავლობდა შვედური ენის კურსებზე თბილისში; შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით გაიარა შვედური ენის საზაფხულო კურსი (რანსეტერი, ვერმლანდი, შვედეთი) 2000 წელს, შვედური ენის და ლიტერატურის კურსი მალუნგის სახალხო სკოლაში (დალარნა, შვედეთი) 2001 წელს. 2014 წელს მიწვეული იყო გეტებორგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე; 1994-1999წწ. იყო შვედურ-ქართული კულტურის საზოგადოების წევრი; 2018 წელს მუშაობდა შვედური ენის პედაგოგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2019-2020წწ. კი ასევე შვედური ენის პედაგოგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგია, პარალელურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას; იაკობ გოგებაშვილის საბავშვო ლიტერატურული პრემიის ფინალისტი ნომინაციაში "წლის საუკეთესო თარგმანი" - ასტრიდ ლინდგრენის "მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა", 2019 წელი; შვედურიდან თარგმნილი ფილმები: დოკუმენტური ფილმი "ტრადიცია და დღესასწაული" (1999); მხატვრული ფილმი "სორნი" (2000); დოკუმენტური ფილმი ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებაზე (2003). წყარო: ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |