The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო სადღობელაშვილი

ნინო სადღობელაშვილი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით 2002 წელს. 

2002 წელს დაიწყო მუშაობა საპატრიარქოს რადიოში, ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად; გამოცემული აქვს წიგნები: "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები, 2006); "შუაღამის იავნანა" (ლექსები, 2008); "ორსული" (რომანი, 2009); 2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დაიდგა მისი პიესა "ბამბაზიის სამოთხე" (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე); 2009 წელს ავთო ვარსიმაშვილმა და გიორგი სიხარულიძემ გადაიღეს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი; მიღებული აქვს ჟიურის სპეციალური პრიზი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსზე "თბილისი 2015" ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანისათვის "განძის თეატრი (შვიდი სიმღერის საიდუმლო)", გამომცემლობა Amusing Media Group in Georgia, 2015.

წყარო: ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - პრემია "საგურამო", პროზა

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: