შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ნაკაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1956 წელს აზერბაიჯანის მილსაგლინავ ქარხანაში (ქ. სუმგაითი) ცვლის ოსტატად; 1967-1974წწ. - საქართველოს მეტალურგიული ქარხნების დამპროექტებელი ინსტიტუტის "საქგიპრომეზის" მთავარი ინჟინერი, 1974-1982წწ. - სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების უფროსი; 1984-1991წწ. - თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1984წწ. - კუბის რესპუბლიკის საგეგმო საბჭოს მრჩეველი-კონსულტანტი; 1991-1994წწ. - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის პირველი მოადგილე; 1994-1995წწ. - საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1996წწ. - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის დირექტორი; 1998 წლიდან შპს "ჯორჯია ინჟინერინგის" აღმასრულებელი დირექტორი; უკანასკნელ წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო ეკონომიკის კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა მანგანუმის ფეროშენადნობთა წარმოების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პროგნოზირებისა და მართვის პრობლემებს; მისი საპროექტო საქმინობა ეხებოდა შავი მეტალურგიის ობიექტების - რუსთავის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის მეტალურგიული ქარხნების და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაპროექტებას. იყო რამდენიმე მონოგრაფიის და 30-მდე სტატიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.114-115 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |