The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ დარგალი

ზაურ დარგალი
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1988  (36 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალის ინფორმატიკის ფაკულტეტი.

2008-2011წწ. - მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, პროგრამის მენეჯერი; 2011-2013წწ. - მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 2014-2017წწ. - შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში; 2017-2019წწ. - ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2019-2020წწ. - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი. 2020-2024წწ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №13 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი , წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი, წევრი (2024-)

გააზიარე: