The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ პატარიძე

ზურაბ პატარიძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1982  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1952 წელს.

შრომითი მოღვაწეობა დაიწყო 1952 წელს ჭიათურაში. 1956 წლიდან მუშაობდა ცვლის უფროსად, 1957 წლიდან მაღაროს გამგედ, 1958 წლიდან დიმიტროვის სახელობის მაღაროთა სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ ახალი ითხვისის მაღაროთა სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959 წლიდან დირექტორად; 1960 წლიდან იყო ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" მთავარი ინჟინერი; 1962-1967წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1967-1972წწ. იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1972-1975წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; 1975-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ  მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და ორგანიზატორული ნიჭით; სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით მრავალ მნიშვნელოვან წარმატებას ჩაეყარა საფუძველი; იყო საქართველოს სსრ მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; საბჭოთა კავშირის მე-9 და მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დიდი წვლილი მიუძღვის რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში; ყველა რეგიონისა და ავტინომიური ფორმირებების სოციალურ-ეკონომიური განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო მთავრობის უმაღლესი ორდენებითა და მედლებით.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.117-118; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 218-219

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: