The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუშანა მგელაძე

შუშანა მგელაძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1916
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 2008  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოზურგეთის გიმნაზიაში; დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის, განსაკუთრებით კი კურორტ ბახმაროს აღორძინების საქმეში; აღსანიშნავია მისი საქველმოქმედო საქმიანობაც; მისი შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო რვა წლის ასაკში, როდესაც დაწერა პირველი ლექსი; 1930 წელს ჟურნალ "ოქტომბრელში" დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "8 მარტი", რომელმაც რუსი მწერლის ოლგა ფორშის ყურადღება დაიმსახურა; ამ დროისათვის ის მეთოთხმეტე საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. მისი ლექსი მალევე მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეიტანეს; მას ლექსის თარგმნა მშვენივრად ეხერხებოდა, რითაც დიდი მწერლის - კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც მას ასწავლიდა სკოლაში, ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებდა; ხანდახან ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა მშვენიერ ლირიკულსა თუ საყმაწვილო ლექსებს, ნარკვევებს, მოგონებებს ქართული მწერლობისა და ხელოვნების საუკეთესო  წარმომადგენლებზე. პოეტი ქალის პირველი წიგნი მხოლოდ 1969 წელს დაისტამბა; განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებულები: "სახსოვარი" და "გაზაფხულმა ვერ შემასხა ფრთები", რომლებიც მისი საყმაწვილო და ლირიკული ლექსების ერთგვარი შეჯამებაა; ქართველი მწერლის საფო მგელაძის შვილი, საბავშვო პოეტი.

წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comმოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: