Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ შელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ლენინგრადის გემთსაამშენებლო ინსტიტუტი 1971 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით აკუსტიკის ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში (შემდგომში კვლევითი ინსტიტუტი "ატოლი") მოხვდა, სადაც მუშაობდა 1993 წლამდე (სოხუმის დაცემამდე) რიგითი ინჟინრიდან ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობამდე; 1992-1993 წწ. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების მსვლელობისას 23-ე ბრიგადის საზღვაო ძალებში მსახურობდა, რომელიც ქ. სოხუმის საზღვაო მხრიდან დაცვას უზრუნველყოფდა; 1996 – 1999 წწ. მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დარგთაშორისი საკოორდინაციო დეპარტამენტის უფროსად; 1999-2005 წწ. იგი ჯერ საქართველოს საოკეანო სანაოსნოს დირექტორის მოადგილედ, 2005-2012 წწ. კი, საოკეანო საკრუინგო კომპანიის დირექტორად საქმიანობდა; 2012 წლიდან ვლადიმერ შელია მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი საზღვაო-სანაოსნო კომპანია «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის წარმომადგენლობას საქართველოში- შპს «კოლუმბია შიფმენეჯმენთ ჯორჯია»-ს ხელმძღვანელობს. ინჟინერ-გემთმშენებელი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": m.facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.129 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |