შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ხომერიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1962 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1973 წელს. სასწავლებლის დამთავრებისთანავე სამუშაოდ ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოში გაანაწილეს; 1962 წლიდა ჯერ რიგით მატროსად, 1963 წლიდან კი შორეული ნაოსნობის შტურმანად, კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე; 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და 1970 წლამდე ბათუმში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემების კაპიტნის უფროს თანაშემწედ განაგრძობს საქმიანობას; 1970 წელს სრულიად ახალგაზრდა, 28 წლის ასაკში სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცა, რის შემდეგაც 1979 წლამდე დამოუკიდებლად მეთაურობდა სანაოსნოს გემების: «БУЗОВНЫ»-ს, «АКТАШ»-ის, «ФОРЕ МОСУЛИШВИЛИ»-ს, «АНАКЛИА»-ს , «НИКО НИКОЛАДЗЕ»-ს, «ХУДОЖНИК ГАБАШВИЛИ»-სა და სხვათა ეკიპაჟებს; 1979 წლიდან იგი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ზღვაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის კაპიტან - დამრიგებელად, 1981 წლიდან კი კვლავ შორეული ნაოსნობის კაპიტანია; 1987 წლიდან გამოცდილი საზღვაო მეთაური და ინჟინერ-გემთწამყვანი ვაჟა ხომერიკი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კარტოგრაფი და რადიოსალოკაციო ტრეინინგ- ცენტრის ინჟინრად მსახურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |