შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ქურხული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი. ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების განყოფილების დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1984 წელს. 1986–1990 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემია, გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო; 1984-1986 წწ. ქვემო გომის საშუალო სკოლა, ხატვის მასწავლებელი; 1983 წლიდან თანამშრომლობს გამომცემლობა "ნაკადულთან", გაფორმებული აქვს 8 წიგნი; 1983 წლიდან "დილასთან", 1996 წლიდან "ბეჭდვითი სიტყვის კომბინატთან", 1999 წლიდან "ომეგასთან"; 1995-1996 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა სახლის მხატვარი; 1995-1997 წწ. ჟურნალ "რასტრის" სამხატვრო ხელმძღვანელია; 1998 წელს ილუსტრირება გაუკეთა აშშ საერთაშორისო განვითარების (USAID) დაფინანსებით ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით შექმნილ წიგნს "შენი უფლებები"; 2007- 2011 წწ. სოციალური დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - განათლების და კულტურის დარგში პროექტებზე მუშაობა, ფლაერების და ბუკლეტების ილუსტრირება; 2007-2012 წწ. ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" მთავარი მხატვარი; 2007–2013 წწ. მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრში - გრაფიკის და ვებ–დიზაინის პედაგოგი, კომპიუტერული პროგრამების: AdobePhotoshop, AdobeIIlustrator, CorelDrow–ის და ვებდიზაინის სწავლება; დასურათებული აქვს მრავალი წიგნი, ქართული ხალხური ზღაპრები, 1988 წელს ილუსტრირება და მაკეტირება გაუკეთა წიგნ-სათამაშოს ქართული ხალხურ ზღაპარს "ნაცარქექია", 1995 წელს გამომცემლობა "კანდელი" - "ბაგრატიონთა სამეფო სახლი", 1995 წელს გამომცემლობა "კანდელი" - "გრიგოლ ფერაძე", 1996 წელს ილუსტრირება და მაკეტირება გაუკეთა წიგნ-სათამაშოს კორნეი ჩუკოვსკის "მეკობრეები", 2005 წელს ილუსტრირება გაუკეთა " საჭიდაო ხალიჩის რაინდები", ავტორი იან დიმოვი, 2006 წელს გამომცემლობა "დილას" საყმაწვილო ბიბლიოთეკა, 2011 წელს ილუსტრირება გაუკეთა წიგნს, გიორგი ხარაბაძის აუდიო კომპლექტს "სიტყვა. გე", 2014-2016 წწ. გამომცემლობა "პალიტრა L" -ს პროექტში "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ილუსტრირებული აქვს სერიის ტომები, 2014 წ. გამომცემლობა "პალიტრა L" -ს პროექტი, წიგნი სათამაშო "პრომეთე"; გამოფენებში მონაწილეობს 1978 წლიდან, პერსონალური გამოფენა: თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა" (1991); ჯგუფური გამოფენები: პრაღა, ბრატისლავა (1985), ბუდაპეშტი, უნგრეთი (1987), მოსკოვი (1987), ი. ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გამოფენა, (თბილისი, 1987), თბილისი ილუსტრაციის გამოფენა (თბილისი, 1988), ქართული კულტურის ცენტრი "მზიური" საგამოფენო დარბაზი, ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა (მოსკოვი, რუსეთი, 1989), გამოფენა "TBC" ბანკი (თბილისი, 1990), გერმანია (1990), კლუბი "ფიროსმანი" (თბილისი, 1990), სურათების ეროვნული გალერეა "წიგნის მხატვრული გაფორმების, ექსილიბრისა და შრიფტის რესპუბლიკური გამოფენა" (თბილისი, 1990), ვერნისაჟი "30 GEORGIAN ARTISTS" (ზაგრები, იუგოსლავია, 1991), თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა" (1991), ფინეთი (1992), მოსკოვი (რუსეთი, 1994), 1996 – თბილისის სამხატვრო გალერეა "ცისფერი გალერეა" (1996), არტ სალონ "მანანო" (თბილისი, 1996), ბილბაო (ესპანეთი, 1996), ჟურნალ "ომეგა"-ს გალერეა, ციკლიდან "თანამედროვე ქართული გრაფიკა, ილუსტრაციები ჟურნალ "ომეგასთვის" (თბილისი, 2002), ტორონტო (კანადა, 2003, 2004), ARTEXPO (METRO TORONTO CONVENTION CENTER, ტორონტო, კანადა, 2005), ARTEXPO (აშშ, New York, 2005), "GeorgiaOn My Mind", Medea Galleery, San Pedro, Ca (აშშ, 2005), COOP Gallery (ტორონტო, კანადა, 2006), American Art Festivals, Santa Monica, Ca (აშშ, 2006), SAN-DIEGO (აშშ, 2006), SANTA MONIKA (ამერიკული არტ ფესტივალი, აშშ 2006), ჩრდილო ჰოლივუდი (აშშ, 2007), Varnisage "Winter 2007 NoHo (კალიფორნია, 2007), "Spring Vernisage" at Golden Deer Art Gallery, North Hollywood (აშშ, 2007), ARTEXPO (Las Vegas, Nevada, აშშ, 2007), Vernisage "Spring 2008" NoHo (კალიფორნია, აშშ, 2008), Vernissage "Winter 2008" NOHO (კალიფორნია, აშშ, 2008), "Spring Vernissage" NoHo (კალიფორნია, აშშ, 2009), 2009 –აშშ "Winter Vernossage" NoHo (კალიფორნია, აშშ, 2009), აშშ "Spring Vernissage 2010" NoHo (კალიფორნია, აშშ, 2010), მხატვრის სახლი (2020). მხატვრის ნამუშევრები დაცულია: ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი, დადიანების სახლ-მუზეუმი, აღმოსავლეთის მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი), საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ამერიკის, კანადის, ბასკეთის, იუგოსლავიის, ესპანეთის, საფრანგეთის კერძო კოლექციებში. მხატვარი ილუსტრატორი, კომპიუტერული დიზაინერი, ვებდიზაინერი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |