The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ინწკირველი

ჯუმბერ ინწკირველი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1973  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაოს მეზღვაურთა პანთეონი, ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1949 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ); 

სასწავლებლის  დასრულების შემდეგ ზღვაში საქმიანობა შორეული ანტარქტიდის ვეშაპთმჭერ ფლოტილიაში დაიწყო; თავდაპირველად კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სახელოვან გემებზე - «Слава» და «Советская Украина»; მოგვიანებით თავად გახდა ვეშაპმჭერ გემ - «Грозный»-ს კაპიტანი; 1967 წელს საქართველოში დაარსებული საზღვაო სანაოსნოს სათავეებთან იდგა; იყო ქართული  სანაოსნოს ერთ-ერთი ახალი გემის, ტანკერ «Аспиндза»-ს  შტატიანი კაპიტანი, სწორედ ამ გემზე, რეისში ყოფნისას გარდაიცვალა იგი იტალიის ერთ-ერთ ნავსადგურში 47 წლის ასაკში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: