The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო იობაშვილი

ნინო იობაშვილი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა; ბრემენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა სპეციალობით ევროპული და საერთაშორისო სამართალის მაგისტრი (LL.M.Eur.).

2010-2015წწ. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2015-2018წწ. სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2018-2019წწ. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; 2019-2021წწ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე; 2021წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მინიჭებული აქვს ეროვნული უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2021-)

გააზიარე: