შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა. 1996-1997წწ. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების ეკონომისტი; 1997-1998წწ. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1998-2000წწ. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი; 2001-2003წწ. მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი; 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და საგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის კონსულტანტის თანაშემწე; 2004-2005წწ. საქართველოს მთვრობის კანცელარიის ეროვნული თანადგომის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნებათშორის ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2007 წელს საქართველოს მთვრობის კანცელარიის რეგიონალური საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თანაშემწე; 2008-2009წწ. რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი; 2009-2011წწ. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2011-2013წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი; 2013-2015წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის და ფერმერთა ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი; 2015-2018წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2018); 2018-2020წწ. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №11 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. ეკონომიკის დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |