Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ თალაკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1944-1949 წლებში სწავლობდა დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1949 წელს; ვლადივოსტოკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ДВВИМУ). სასწავლებლის დასრულების შემდეგ რამდენიმე თანაკურსელთან ერთად განაწილებით შორეულ აღმოსავლეთში, თავდაპირველად ამურის ნიკოლაევსკში, იქედან კი კუნძულ სახალინზე აღმოჩნდა; 1950 წელს ცურვა სახალინის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო და საზღვაო ნათლობაც სწორედ იქ მიიღო; იქვე გახდა შორეული ნაოსნობის შტურმანი; 32 წლის მანძილზე მოუწია ცურვა შორეულ აღმოსავლეთში; გაიარა მეზღვაურობის ყველა საფეხური მატროსობიდან გემ «КАТАНГЛИ»-ს კაპიტნობამდე; ცურავდა იაპონიის, კორეის, ჩინეთისა და კუბის მიმართულებით, 1981 წელს კი მშობლიურ ბათუმს დაუბრუნდა და კაპიტნად საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; მოგვიანებით იყო კაპიტან-დამრიგებელიც, მცირე ხნით ბათუმის ნავსადგურშიც საქმიანობდა; სიცოცხლის უკანასკნელი წლები ყირიმში გაატარა, სადაც გარდაიცვალა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |