Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო რურუა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა; 1961 წლიდან სამუშაოდ გადავიდა რუსთავის "ავტომატმრეწვის" ინსტიტუტში, სადაც მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანების ცენტრი; პარალელურად ამ დარგში კათედრის მომზადებაზე იზრუნა და რუსთავის ტექნიკურ სასწავლებელში ზრდიდა მომავალ დარგის სპეციალისტებს; შემდგომ თბილისის ტექნიკურ უნიერსიტეტში განაგრძო ლექციების კითხვა. მოსკოვში დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, იმავდროულად მონაწილეობდა დიდ საკავშირო და საერთაშორისო სიმპოზიუმებში და ფართო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე გამოდიოდა ლექციებით; ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" მუშაობისას ხელმძღვანელობდა მილსაგლინავ "აგრეგატ 400"-ის უნივერსალური მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნას, რაც პირველი იყო საბჭოთა კავშირში და შემდგომ დაინერგა სხვა მონათესავე საწარმოებში და საზღვარგარეთ; მან უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთავის ტექნიკურ-საინჟინრო-სამეცნიერო ინტელიგენციის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტ "ავტომატმრეწვს"; მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა მრავალი ტექნიკური სიახლე ენერგეტიკის დარგში; ავტორია ათობით სამეცნიერო მონოგრაფიის და გამოგონების; იყო საერთაშორისო კონფერენცია "საიდენტიფიკაციო სისტემების მართვის ამოცნობის" საპროგრამო კომისიის წევრი და სამეცნეირო ჟურნალ "ინტელექტის" რედკოლეგიის წევრი; აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, "რუსთაველის" საზოგადოებასა და დემოგრაფიის პრობლემებზეც ზრუნავდა. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.122-123 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |