Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაგორ რუხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1936 წელს. სამუშაოდ გაანაწილეს ქ. სევასტოპოლის ერთ-ერთ ქარხანაში; 1937 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ელექტრული სისტემის ცენტრალურ ლაბორატორიაში, სადაც გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან მთავარ ინჟინრამდე. მოღვაწეობის ამ პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის გაშვება-გაწყობით სამუშაოებს; მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს ელექტროსადგურებზე დაინერგა ცნობილი მეცნიერის ლ. ცუკერნიკის მიერ გენერატორების კომპაუნდირების მეთოდი; შემდგომ წლებში იგი ხელმძღვანელობდა ხრამჰესი-1-ის გაშვების სამუშაოებს; 1948 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დაფუძნებაში, რომელიც შემდგომში რეოგრგანიზებულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად; სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამ ინსტიტუტის ელექტრული სადგურების და ქსელების განყოფილების გამგედ; მისი ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირში პირველად მოხდა ელექტრული სადგურის (ტირიფონ-ჰესის) სრული ავტომატიზაცია; დიდია მისი წვლილი "ორი სადენი-მიწა" ტიპის ელექტრული ქსელების თეორიის და პროექტირების საქმეში. ამ სფეროში მისი მრავალწლიანი შრომის შედეგები გახდა 1951 და 1953 წლებში გამოცემული "სოფლის მეურნეობის დანიშნულების "ოსმ" ქსელების პროექტირების სახელმძღვანელო მითითებების" საფუძველი; ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული სადგურების, ქსელების და სისტემების კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს "ელექტროსადგურების ელექტრული ნაწილი" და ხელმძღვანელობდა სადიპლომო გეგმარებას. 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებული იყო საკავშირო ჟურნალებში: "ელექტრული სადგურები", "ენერგეტიკა" და "სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ელექტგროფიკაცია". წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.123-124; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.291 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |