ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლეო ჯობავა
ოფიციალური სახელი: | ლეონიდე ჯობავა |
დაბადების თარიღი: | 5 ნოემბერი, 1937 |
გარდაცვ. თარიღი: | 21 ივლისი, 1993 (55 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | დიღმის სასაფლაო, თბილისი |
კატეგორია: | ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით: "მათემატიკური გამომთვლელ-ამომხსნელი ხელსაწყოები და მოწყობილობანი" და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია 1961 წელს. 1961-1965 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ხოლო 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური ელექტრონიკის კათედრაზე; 1971 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1975 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება; ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის და ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის კითხულობდა ლექციებს სპეციალურ საგნებში: "უწყვეტი და იმპულსური ქმედების ელექტრონული წრედები", "ციფრული ტექნიკა ელექტრონიკაში", "მიკროპროცესორები ელექტრონულ ტექნიკაში", "ელექტრონული წრედები", "საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ელექტრონული მოწყობილობანი", "გამოთვლითი სისტემების ელემენტები და სქემები"; ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებს და სტუდენტთა საკონსტრუქტორო - საკვლევ ბიუროს "ელექტრონული ტექნიკა". ავტორია 40-მდე სამეცნიერო შრომისა.
ბიბლიოგრაფია
|