The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კიკია მამულაიშვილი

კიკია მამულაიშვილი
Date of birth:7 October, 1881
Date of death:June, 1914  (at 32 years)
Burial location: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
Category:Laborer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ჯერ სოფლის სკოლაში, შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში. აპირებდა სოხუმის სამხედრო სასწავლებელში ჩაბარებას, მაგრამ მამის და დის გარდაცვალების გამო სასწავლებელში ჩაბარება ვეღარ მოახერხა. კიკია მამულაიშვილი 1905 წელს ჩაება გურიის რევოლუციურ მოძრაობაში, დაუმეგობრდა დათიკო შევარდნაძესა და ისაკი თოიძეს. ერთხელ ლანჩხუთში მას თავს დაესხა ორი პოლიციელი, მაგრამ გადარჩა. მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში, სადაც ერთ-ერთი ვერსიით პირველმა ისროლა ყუმბარა. 1907 წელს, წითელ პარასკევს ბაზარში თეოფილე მუხაშავრიასთან ერთად თავს დაესხა ოზურგეთის ურიადნკ დიმიტრი მგელაძეს, რომელსაც ხუთი ტყვია დაახალა. მგელაძეზე თავდასხმისთვის გაასამართლეს სხვა პირები: არონიშიძე, ფირცხალაიშვილი და გალოგრე. 1908 წელს იყო მისი დაჭერის მცდელობა. 1908 წელს მოკლა სანდრო გრეკოვი, რომელმაც ადრე ჟანდარმერიას აცნობა ბახვში გამართული საიდუმლო კრების შესახებ. 1908 წელს უთანხმოება მოუვიდა დვაბზუს ეკლესიის მღვდელ იონა ღლონტთან. მამულაიშვილმა ცოლად ითხოვა ღლონტის ქალიშვილი. მღვდელმა მას შვილის მითხოვებაზე უარი უთხრა, რის გამოც მამულაიშვილმა მღვდელი დაჭრა. მას კიდევ ერთხელ მოუვიდა კონფლიქტი დვაბზუს ეკლესიის მღვდელთან ტაძარში თამბაქოს მოწევის გამო. 1909 წლის 3 მაისს მან სასიკვდილოდ დაჭრა იონა ღლონტი. ერთი ვერსიით მამულაიშვილი დააპატიმრეს 1909 წელს და ის ციხიდან ან ეტაპიდან გაიქცა, თუმცა სხვა მოსაზრებით ამ დროს დაპატიმრებული იყო სხვა რევოლუციონერი, კალენიკე მამულაიშვილი. კიკია მამულაიშვილმა რამდნეიმე მკვლელობა ჩაიდინა. მან დვაბზუში, ხალხის თანდასწრებით წამებით მოკლა პეგასია თოიძე, რომელსაც რევოლუციონერები ჯაშუშობას აბრალებდნენ. 1909 წლის დეკემბერში, დათიკო შევარდნაძის სიკვდილის შემდეგ ასკანაში მისმა მეგობრებმა, კიკია მამულაშვილმა და სხვებმა მოიყარეს თავი. თავდაპირველად ისინი სტრაჟნიკებსა და პრისტავზე თავდასხმას გეგმავდნენ, მაგრამ ექვსი მოხელის მოკვლის შემთხვევაში სოფელს გადაწვა ელოდა და ამ გეგმაზე ხელი აიღეს. მიუხედავად ამისა, კიკია მამულაშვილი და ისაკი თოიძე 20 სექტემბერს სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ და ორი სტრაჟნიკი მოკლეს, მათვე მოკლეს ფენია ჭელიძე. ფირალებმა შევარდნაძის საფლავზე მარსელიოზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ. 1910 წელს ბახვში სიმონა დოლიძესთან ერთად მოკლა სამსონ ქიქოძე, რომელიც აპირებდა პოლიციისთვის გაემხილა ფირალების თავშესაფარი ბინა. 1910 წლის 17 ნოემბერს ესწრებოდა ვლადიმერ გოგუაძის მიერ გამართულ კრებას, სადაც 97 ფირალი მონაწილეობდა, სადაც გოგუაძე რსდმპ კომიტეტის სახელით ითხოვდა ფირალებისგან ყაჩაღობის შეწყვეტას. მელქისედეკ გუნთაიშვილთან  ერთად მოკლა სოფიო დოლიძე, რომელსაც სიმონა დოლიძის და სხვა ფირალების გაცემა ბრალდებოდა. კიკია მამულაიშვილი მოკლეს 1914 წელს (ზოგი ვერსიით 1912 ან 1913 წელს). ფირალების მდევარ მახარაძეს აცნობეს, რომ მამულაიშვილი სოფელ ფამფალეთში იმყოფებოდა. ორმხრივი სროლის დროს მამულაიშვილს ტყვია გაეჭედა მაუზერში და ინგუშმა სტრაჟნიკებმა ადგილზე დაცხრილეს. ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა მამულაიშვილის დედას, შვილის გვამის მშობლიურ სოფელში გადასვენებაზე, მაგრამ ამხანაგებმა ის ღამით ფარულად მაინც გადაასვენეს დვაბზუში. ტერორისტი და რევოლუციონერი, 1905 წლის რევოლუზიის მონაწილე.

წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.141-146


Share: