The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დათიკო შევარდნაძე

დათიკო შევარდნაძე
Date of birth:9 June, 1875
Date of death:14 December, 1909  (at 34 years)
Burial location:ასკანის ეკლესია
Category:Peoples Hero

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი.

სამი წელი მუშაობდა ნოვოროსიისკში პორტის მუშების უფროსად. ბრწყინვალედ იცოდა რუსული და სხვადასხვა დროს მუშაობდა ასკანის, ბასილეთის, ლიხაურის სასოფლო საზოგადოებების მწერლად. 1900 წლიდან იყო ჩოხატაურის სოფლის მწერალი. თანამდებობას იყენებდა რევოლუციური საქმიანობისთვის. ამზადებდა ყალბ საბუთებს და პოლიციის საიდუმლო ცნობებს ატყობინებდა რევოლუციონერებს. სოფელ გორაბერეჟოულში მუშაობდა თავად ერისთავის მდივნად და საქმისმწარმოებლად. დაჯილდოებული იყო პოეტური ნიჭითაც და წერდა ლექსებს. 1904 წელს დათიკო შევარდნაძეს დაუპირისპირდა გურიის რევოლუციური კომიტეტი. ამ დროს ის მუშაობდა ბახვის სასოფლო საზოგადოების მწერლად. დათიკო შევარდნაძე გურიაში აღარ გაჩერდა და სამეგრელოში გადავიდა, სხვა ცნობებით კი რაჭა-ლეჩხუმში და იქ გააგრძელა არალეგალური საქმიანობა. მალე ლეჩხუმში დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. 1905 წელს შევარდნაძემ ციხე დატოვა. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა წითელი რაზმების ჩამოყალიბებაში ხონსა და რაჭა-ლეჩხუმში, ასევე მონაწილეობდა რაზმის წევრთა გაწვრთნა-მომზადებაში. 1905 წელს დაბრუნდა გურიაში. იყო ნასაკირალის ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური, ამ ბრძოლის დროს ასისთავის ფუნქციებს ასრულებდა. ბრძოლაში გურულმა გლეხებმა ხელისუფლების ძალები დაამარცხეს. ასევე მონაწილეობდა 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაში სულთან კრიმ-გირეისთან, როდესად გურულებმა მეფის ელჩს "ბახვის მანიფესტი" წარუდგინეს. 1906 წლის ბოლოს დათიკო შევარდნაძე, როგორც რევოლუციური მოძრაობის ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წევრი, მონაწილეობდა წითელრაზმელთა ერთიანი წარმომადგენლების შეკრებაში, რომელიც კახეთში გაიმართა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის წლებში, ხელისუფლება აგრძელებდა მის დევნას. 1909 წელს დათიკო შევარდნაძე სხვა პირებთან ერთად ჩოხატაურის ბაზარს დაესხა თავს. სხვადასხვა წლებში მან სიცოცხლეს გამოასალმა ხიდისთავის მამასახლისი თავართქილაძე, ჯაშუში სიმონიშვილი, ანთაძე, სიამაშვილი, სტრაჟნიკების მეთაური აჭარელი ქუცურ-ბეგი და სხვები. ეს უკანასკნელი მან ტერორისტ მათითაიშვილთან ერთად ბერეჟოულში ერისთავის სასახლის წინ მოკლა. ტერორისტი და რევოლუციონერი.

წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.130-140


Share: