შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭყონია![]()
ბიოგრაფია1879 წელს გიორგი ჭყონია მონაწილეობდა ჯუმათის მონასტრის და ეპისკოპოს გაბრიელ ტუსკიას გაძარცვაში. ძარცვაში სულ 8 პირი მონაწილეობდა, გიორგი ჭყონია დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. 1882 წლის 6 ივლისს გიორგი ჭყონია ციხიდან გაიქცა და იმავე წლის 1 დეკემბერს ის ხელახლა დააპატიმრეს სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში, სადაც ის ასევე ფირალებმა, პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. მის დაჭერას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე. ოპერაციის დროს გაიმართა ორმხრივი სროლა, ჭყონიამ მოკლა ერთი მილიციონერი. დაპატმრებული ჭყონია ციხიდან ხელახლა გაიქცა, გარდაიცვალა 1884 წელს ჯუმათში. ოფიციალური ვერსიით მოკლა პოლიციის ბოქაულმა ჩიგოგიძემ, მაგრამ სინამდვილეში გიორგი ჭყონია თავად გარდაიცვალა. ფირალების პირველი ტალღის წარმომადგენელი. წყარო: გურული ფირალები / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2008.-გვ.40-44
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |