The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათო კრაწაშვილი

დათო კრაწაშვილი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1963
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1980  (17 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

სწავლობდა 31-ე სამხატვრო სკოლაში. დაამთავრა თბილისის მეორე ექსპერიმენტალური სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. ამავე წელს თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე ჩაირიცხა, რომლის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო.
1979 წელს თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ არასაკურსო ნამუშევართა გამოფენაზე დათო კრაწაშვილი დაჯილდოვდა სიგელით და პრიზით – "ვენერა" საუკეთესო კომპოზიციისათვის "წვიმიანი დღე". ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება იყო. დათო კრაწაშვილის ნამუშევრებია: "ცხოვრების წრე", "ავდარი დასავლეთში", "გალაკტიონი", "ბარათაშვილი", "ბეთჰოვენი", "მათხოვარი", "ადამიანი და სამყარო", "დაბადება" და სხვ. მან დატოვა 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო სისტემაზე. მის სახელს ატარებს გალაქტიკაში ამერიკელების აღმოჩენილი ერთ-ერთი ვარსკვლავი. (გარდაიცვალა ოპერაციის შემდგომი გართულებით).
წყარო:  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 194-195; m.facebook.com ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 134-137

გააზიარე: