The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჯაფარიძე

გია ჯაფარიძე
ოფიციალური სახელი:გაიოზ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით 1996 წელს; ათენის უნივერსიტეტი იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა პოლიტიკის მეცნიერებების და სახელმწიფო მართვის სპეციალობით 2007 წელს; მისი ფორმალური სწავლება მოიცავს კლასიკურ ფილოლოგიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკურ თეორიას, საერთაშორისო სამართალს, ევროპულ ინტეგრაციასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. 

დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში გია ჯაფარიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით: საქართველოს საელჩოს საკონსულო ოფიცერი და მრჩეველი საბერძნეთის რესპუბლიკაში; მრჩეველი, ევროპის საქმეთა დეპარტამენტი, ბალკანეთის ქვეყნების სამმართველო; 2010-2011წწ. პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და მისიის მოადგილე; 2012-2013წწ. კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და თავმჯდომარე; GIPA-ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) კითხულობს სალექციო კურსს "საქართველოს პოლიტიკა და მმართველობა"; არის საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი; 2020 წელს ის შეუერთდა ილია ჭავჭავაძის ცენტრს უფროსი მკვლევარის სტატუსით; აქვეყნებს სტატიებს საქართველოს პოლიტიკის, საერთაშორისო პოლიტიკის, ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკის საკითხებზე; მისი ექსპერტიზის სფეროა ბალკანეთის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფართო რეგიონი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბერძნულ-თურქული ურთიერთობები, ლუზოფონური ქვეყნები, ევროპის კავშირი და აშშ-ს საგარეო პოლიტიკა.

წყარო: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი: gipa.ge; ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი: chavchavadzecenter.ge


გააზიარე: