შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სამხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი როდინაული, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საელექტრომავლო მეურნეობის სპეციალობით 1949 წელს და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით გაგზავნეს თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში (თემქა), სადაც მუშაობდა ინჟინრად, საამქროს უფროს ოსტატად, საამქროს უფროსის მოადგილედ, ქარხნის მთავარ ტექნოლოგად, ხოლო 1954 წელს - ქარხნის პარტიული ბიუროს განთავისუფლებულ მდივნად; 1958 წელს დაინიშნა ახლადმშენებარე ქარხანა "თბილელექტროიზოლიტის" დირექტორად; 1964 წელს გადაიყვანეს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის დირექტორად; 1968-1987წწ. იყო ელექტრონულ-იონური ტექნილოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1987 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მუშაობდა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული განმარტებითი ელექტროტექნიკური ლექსიკონის შექმნაზე. ეს ლექსიკონი (რუსულ-ქართული ნაწილი) 2004 წელს გამოიცა მოსკოვში. 2002 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში; 2003 წელს იგი დაინიშნა სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის გამომცემლობა "ნაუჩტექლიტიზდატის" სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარედ. მან ააშენა სამი ქარხანა, ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; მსოფლიოში პირველად შეიმუშავა ელექტრომოძრავი შემადგენლობის დაბალი ძაბვის რეგულირების ავტომატიზებული სისტემა; შექმნა ელექტროიზოლაციური მასალების ავტომატური და ავტომატიზებული ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების მთელი გამა, ახალი ელექტროიზოლაციური მასალები და მათი წარმოების ტექნოლოგია; გამოიგონა მთელი რიგი პრინციპულად ახალი ხელსაწყოები და სისტემები; საფუძველი ჩაუყარა ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის ახალი სამეცნიერო მიმართულების ტექნოლოგიური პროცესების მართვას; არსებითი წვლილი შეიტანა ელექტროფიზიკის, ელექტროტექნიკისა და ენერგეტიკის განვითარებაში. მიღებული აქვს "საბჭოთა კავშირის გამომგონებლის" წოდება (1984), 150 სამეცნიერო ნაშრომის, 23 გამოგონების, 5 წიგნის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.126-128; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.241 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |