Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ სირაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს. სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მუშაობაში; მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამყარებული წარმოებასთან; თბილისი N2 ავტოსარემონტო ქარხნისათვის დამოუკიდებლად შეიმუშავა ავტომობილის ძრავის მუხლა ლილვების ყელის ლენტით გაკრიალების სპეციალური სტენდი. 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის სხვადასხვა თანამდებობებზე (უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე); 1970-1973წწ. შეთავსებით მუშაობდა მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ("პტნიიმე") ფინიშური დამუშავების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ. მისი ავტორობით და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა და ამოქმედდა ბევრი უბანი მანქანათმშენებლობის ტექნილოგიის სხვადასხვა პრობლემების გამოსაკვლევად. მისი კვლევების ბევრი შედეგი და გამოგონება წარმოებაშია დანერგილი. 144 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.131-132
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |