შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტოგონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე; 1930 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო ინდუსტრიულ ინსტიტუტში გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იყო კათედრის დოცენტი; 1967-1980წწ. კათედრის გამგე; 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - პროფესორი; 1967 წლამდე მუშაობდა აგრეთვე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში იშვიათი ლითონების განყოფილების გამგედ; თითქმის 60 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, 1930-1952წწ. იყო გეოლოგიური საძიებო პარტიის უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამეცნიერო კონსულტანტი; ზემო რაჭაში მან აღმოაჩინა კარობის მოლიბდენის საბადო, აგრეთვე, ზოფხითოს ანთიმონიტის და ნოწარულას ვოლფრამის საბადოები, დარიშხანისა და ვერცხლის წყლის მადანგამოვლინებები; თითქმის 30 წლის განმავლობაში სწავლობდა ზემო რაჭაში მის მიერ აღმოჩენილ მოსაპირკეთებელი ქვის საბადოებს და იღწვოდა მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.135 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |