The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მეძმარიაშვილი

ირაკლი მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით თბოაირმომარაგება და ვენტილაცია.

1983-1985წწ. საპროექტო ინსტიტუტის კავგიპროტრანსის ინჟინერი; 1985-1989წწ. კომკავშირის პარტიული სამსახური; 1989-1992წწ. საქკურორტმომარაგება გასაღების ტექნიკური დირექტორი; 1992-1994წწ. შპს "ტმს"ს გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. შპს "ზის" გენერალური დირექტორი; 1995-1998წწ. ქ. თბილისის მერიის კრწანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე (1995); 1998-2000წწ. ქ. თბილისის მთავრობის ვიცე პრემიერი; 2000-2004წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. Geosport LTD-ს დამფუძნებელი-გენერალური დირექტორი; 2005-2006წწ. ფსკ "დინამო"ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 2006-2009წწ. საქართველოს ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი; 2010-2012წწ. EngeoCapital Group GMBH-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2013-2020წწ. საზოგადოება "თბილისელის" გამგეობის თავმჯდომარე; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

გააზიარე: