The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ჯავრიშვილი

ილია ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1841
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 1901  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი წალასყური
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახურში იყო 1859 წლიდან; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1877 წლიდან პოდპოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა კავკასიის სამთო საარტილერიო ნახევარბატარეას; 1878 წლიდან მე-40 საარტილერიო ბრიგადის მე-2 ბატარეას; 1883 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; 1885 წლიდან იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაური; 1894 წლის ოქტომბერში სამხედრო სამსახურიდან გადადგა მუნდირითა და პენსიით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით; დაკრძალულია საგვარეულო აკლადამაში სოფელ წალასყურში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1894), რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე.

წყარო: რუსეთის იმპერიის არმიისა და ფლოტის გენერლები: rusgeneral.ru; მემატიანე.ჯი : შექმენი შენი ისტორია: mematiane.geГогитидзе М.- Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии) : Кн.1 / М. Гогитидзе.-Тб.,2007. - გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: