The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ფარცხალაძე

რევაზ ფარცხალაძე
Date of birth:12 May, 1919
Date of death:September, 1999  (at 80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1941 წელს.

1941 წელს მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში და ჩაირიცხა მექანიზაციისა და მოტორიზაციის სამხედრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1942 წელს. ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრაზე; დემობილიზაციის შემდეგ, 1948 წელს მუშაობა გააგრძელა თავის პირველ სამოქალაქო სამსახურში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და საავტოტრაქტორო ძრავების კათედრის ინჟინრად; 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1960 წელს დაინიშნა კათედრის გამგის თანამდებობაზე; თითქმის მეოთხედი საუკუნე ხელმძღვანელობდა კათედრას; 1970 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. ინტენსიურად თანამშრომლობდა მრავალი ქვეყნის მონათესავე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებასთან; კითხულობდა ლექციებს დრეზდენის უნივერსიტეტსა და ბუქარესტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი მეცნიერული მუშაობა დაკავშირებული იყო მაღალმთიან პირობებში მომუშავე მობილური მანქანების კონსტრუქციულ-საექსპლუატაციო თვისებების, ავტომობილების მართვადობისა და მდგრადობის, მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან. მრავალ სამეცნიერო ნაშრომთან ერთად იყო რამდენიმე გამოგონების ავტორი; მის მიერ გამოკვლეული და დაგეგმარებულია ინერციული ამძრავების სისტემები, რაც მკვეთრად აუმჯობესებს ძალურ დანადგარს და სატრანსპორტო საშუალების წევის დინამიკას. ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.138-141; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, საპატიო წევრი (1996-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1992-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: