შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები 1946 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ხრამჰესის მშენებლობაზე; 1948-1953წწ. - ხრამჰესის ესპლუატაციაზე - ჯერ უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ - ელექტროლაბორატორიის გამგედ. მისი აქტიური მონაწილეობით, პირველად საბჭოთა კავშირში, განხორციელდა ჰიდროენერგოსადგურის ტელემექანიზაცია; 1953 წლიდან გადაიყვანეს თბილისში საქენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის საამქროს უფროსად, შემდგომში - საქენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ; 1962-1986წწ. მუშაობდა საქენერგოგაწყობის უფროსად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ენერგოსისტემის ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია, შეიქმნა გამოთვლითი ცენტრი, რომლის ბაზაზეც 1978 წელს ამოქმედდა ენერგოსისტემის მართვის ავტომატიზებული სისტემა; შეიმუშავა და დანერგა სქემები და მოწყობილობები, რომლებიც შემდგომში საბჭოთა კავშირის მრავალ ენერგოობიექტზე იქნა გამოყენებული. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. აღსანიშნავია მისი პედაგოგიური საქმიანობა; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ჩამოყალიბების წლიდან იგი თანამშრომლობდა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრასთან, კითხულობდა ტელემექანიკის კურსს; 1975-1985წწ. იყო ამავე სპეციალობის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტროსადგურების და სისტემების კათედრის დოცენტად; ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც; სათავეში ედგა თბილისის კიროვის რაიონის კეთილმოწყობის მუდმივ კომისიას. იგი 16 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე გამოგონების ავტორია; მრავალი სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი; იგი იყო აგრეთვე შესანიშნავი სპორტსმენი და მოცეკვავე, მოცეკვავეთა ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული; მონაწილეობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის განთქმული ჯაზ-ორკესტრის შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.141-142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |