The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა

Date of birth:1747
Date of death:1818  (at 71 years)
Category:Nobleman, Public official, Historical Person, Military Person

Biography

ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშას დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია ("კიორ", "კიურ", "ქორ" ნიშნავს ბრმას-მას ერთი თვალი სპორტულ პაექრობაში დაუზიანდა და ამ მეტსახელთ მოიხსენიებდნენ). იგი იყო ქართული წარმოშობის, მონად გაყიდული ქართველთაგანი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარზე მოხვდა. 1792 წელს მიიღო ვეზირის წოდება. 1793 წელს დაინიშნა დიარბაქირის ბეგლარბეგად, 1794 წელს გახდა ერზრუმის მმართველი. 1798 წლის 30 აგვისტოს სულთან სელიმ III ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა საფრანბოლულუ იზმეთ მეჰმედ-ფაშას ნაცვლად. ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშას დიდი ვეზირის პოსტი ოსმალეთის იმპერიის სტაგნაციის პერიოდში ეკავა. ამ დროს მუდმივად მიმდინარეობდა იანიჩარების აჯანყებები და შესაბამისად, სულთნებს საშუალება არ ჰქონდათ, რომ იმპერიის გაძლიერებასა და გაფართოებაზე ეზრუნათსელიმ III-ს შემუშავებული ჰქონდა გარდაქმნის პროგრამა "ნიზამი ჯედიდი", რომელსაც ზიაუდინ-ფაშაც ემხრობოდა. 1805 წლის 24 აპრილს ზიაუდინ-ფაშა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის მაგივრად დიდ ვეზირად ჰაფიზ ისმაილ-ფაშა დაინიშნა. იგი დანიშნა ტრაბზონის გამგებლად. ცოტა ხანში ერზრუმში დაიწყო აჯანყება და ზიაუდინ-ფაშა მის გამგებლად გადაიყვანეს, რათა ჩაეხშო აჯანყება, მან ეს მოახერხა კიდეც. 1808 წელს იგი სერასკერის გამგებლად დანიშნეს. 1809 წლის მარტში ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა კვლავ დანიშნეს იმპერიის დიდ ვეზირის თანამდებობაზე ჩავუშბაში მემიშ-ფაშას ნაცვლად. ზიაუდინ-ფაშას ხელმეორედ მმართველობის პერიოდში ოსმალეთის სულთანი მაჰმუდ II იყო. 1811 წლის 24 აპრილს ზიაუდინ-ფაშა კვლავ გაათავისუფლეს დიდი ვეზირის თანამდებობიდან და დანიშნეს როდოსის მმართველად. 1815 წელს ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა დაინიშნა კუნძულ ეუბეას მმართველად. 1817 წელს კი ჩიოსზე (საბერძნეთის ერთ-ერთი კუნძული) გაგზავნეს. ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1798-1805 და 1809-1811 წლებში, სელიმ III-ისა და მაჰმუდ II-ის მმართველობის პერიოდში. იგი ცნობილი იყო როგორც ფრანგების წინააღმდეგი და ინგლისელების მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკოსი, წარმოშობით ქართველი. მის ქართულ წარმომავლობაზე მიუთითებდნენ ფრანგი ავტორი ჟობერი, რუსეთის ელჩი და მუსტაფა ფაშა. გარდაიცვალა ჩიოსზე.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ. 102


Share: