The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კუბლაშვილი

გურამ კუბლაშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1961
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 2017  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი სამრეწველო ელექტრონიკის სპეციალობით და მიენიჭა ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაცია 1984 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის თვითაწყობადი სისტემების განყოფილებაში ჯერ ინჟინრის, შემდეგ წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე; 1998 წლიდან ამავე განყოფილებაში საქმიანობა გააგრძელა სამეცნიერო მიმართულებით, იყო უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2001 წლის სექტემბერში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით: "მართვის სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის ელემენტები და მოწყობილობანი" და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია, არის ერთი გამოგონების ავტორი. 2014 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის საინჟინრო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; პარალელურად ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის პროფკავშირულ ორგანიზაციას. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.


გააზიარე: