შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუჰამედ ბეი ლაზ-ოღლი![]()
ბიოგრაფიამუჰამედ ბეი ლაზ-ოღლი ოსმალეთის იმპერიის ფლოტის მეთაური, ლაზი. მის მიერ აღორძინებულმა ფლოტმა ოსმალეთის იმპერიის მმართველის სულთან სელიმ III მმართველობის დროს პირწმინდად გაანადგურა ბრიტანულ-ფრანგული სამხედრო ძალა და მისი წყალობით ეგვიპტეში ოსმალებმა სამხედრო ჰეგემონია შეინარჩუნეს. ის იყო უდიდესი სტრატეგი და სამხედრო-საზღვაო საქმის უბადლო ოსტატი. იგი 1822-1839 წლებში იყო ეგვიპტის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, მეთაურობდა ეგვიპტის დამოუკიდებლობის მოძრაობას და მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი ეკავა ეგვიპტის სახელმწიფოში. მუჰამედ ლაზმა ომის დროს უამრავი ეგვიპტელი ქალი, ბავშვი და მოხუცი სიკვდილისაგან იხსნა. მისი ძეგლი ეგვიპტის მთავრობისა და ხალხის გადაწყვეტილებით ქაიროს ცენტრში დაიდგა. თურქული გაზეთის "ბექირ ჰაზარის" ჟურნალისტი ოზქან ალთინთაში მუჰამედ ბეი ლაზ-ოღლიზე წერდა: "მისი სახის ნაკვთებზე ნათლად ჩანს, რომ ის ლაზია. ძირძველი შავიზღვისპირელი". ქაიროს ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი მუჰამედ ბეი ლაზ-ოღლის სახელობისაა. წარმოშობით ქართველი, მამლუქი.
წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ. 104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |