The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირზა ალი ასღარ-ხან

მირზა ალი ასღარ-ხან
Other name:ათაბაქი
ამინ ალ-სულთანი
Date of birth:1843
Date of death:31 August, 1907  (at 64 years)
Category:Public official, Politician, Political Leader

Biography

როდესაც ალი ასღარი 15 წლის იყო, მამამისთან და ნასერ ალ-დინ შაჰთან ერთად წმინდა შიიტური მიწების მოსალოცად წავიდა (ნაჯაფი, ქერბალა, კადიმია, სამარა). მირზა ალი ასგარ ხან ამინ ალ-სულთანი, იყო ირანის უკანასკნელი პრემიერ–მინისტრი, ნასერ ალ–დინ შაჰ ყაჯარის დროს. სულთნის მკვლელობის შემდეგ ტახტის მოპოვებაში ეხმარებოდა მის შვილს, მოზაფარ ალ–დინ შაჰ ყაჯარს. დაწყებული 1905 წლიდან, სპარსეთში აგორდა მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვების საპროტესტო ტალღა – მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის მოთხოვნა. მოზაფარ ელ–დინ შაჰი იძულებული გახდა 1906 წელს  მიეღო კონსტიტუცია და მოეწვია მეჯლისი (პარლამენტი). ამით შეიზღუდა შაჰის ძალაუფლება, ხოლო მეჯლისს მიეცა კანონებისა და ბიუჯეტის დამტკიცებისა და  უცხო ქვეყნებთან შეთანხმებების დამყარების საშუალება. მისმა ვაჟმა, მუჰამედ ალი შაჰმა  სცადა შაჰის დაკარგული ძალაუფლების აღდგენა –  1907 წლის 1 მაისს მან პრემიერ მინისტრად კვლავ დანიშნა მირზა ალი ასგარ ხანი, მისი დიდი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, რადგან მას ეს თანამდებობა ადრეც ეკავა 1888 – 1896 და 1898 – 1903 წლებში. მირზა ალი ასგარ ხანს ევალებოდა შაჰის ხელისუფლების განმტკიცება და ქვეყნის საზოგადოებრივი და ფინანსურ–ეკონომიკური მდგომარეობის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანა. ასგარ ხანი ამაოდ ცდილობდა ორი დაპირისპირებული ძალის მორიგებას – ერთის მხრივ იყვნენ რადიკალები სასულიერო მხრიდან, მათ აღიზიანებდათ ყველა კანონი, რომელიც არ მოდიოდა თანხმობაში შარიათთან, მეორე მხრივ – რევოლუციური ძალები, რომლებიც ძველი რეჟიმის მიმართ ყოველგვარ დათმობებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამ ჭიდილში რევოლუციურ ძალთა მიერ ასგარ ხანი მიჩნეულ იქნა რეაქციონერად და,  არჩევიდან სულ მოკლე ხანში, ახლად არჩეულმა მინისტრმა ფედაინმა  სიცოცხლეს გამოასალმა. მოკლულ იქნა ირანის პარლამენტის წინ 1907 წლის 31 აგვისტოს. წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ. 123


Share: