შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურად-ბეი![]()
ბიოგრაფიაქართველ ისტორიკოსთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ მურად ბეი წარმოშობით ქართველი იყო და თბილისში დაიბადა, რამდენიმე სხვა მკვლევარს კი მიაჩნია, რომ 1768 წელს მიყიდეს (ჩერქეზ) მამლუქ ლიდერს მუჰამედ ბეის ეგვიპტეში. თავისი ბატონის სიკვდილის შემდეგ, მურადი გახდა მამლუქთა არმიის მეთაური, ხოლო იბრაჰიმი ეგვიპტის ადმინისტრაციულ საქმეებს განაგებდა. მათ შეძლეს გამკლავებოდნენ ოსმალთა გამუდმებულ მცდელობებს მამლუქთა რეჟიმის დასამხობად და სამოქალაქო უთანხმოებებს. 1784-1785 წლებში იბრაჰიმიც და მურადიც ოფიციალურად იყვნენ ოსმალური ეგვიპტის გუბერნატორები, თუმცა ქვეყანას, ფაქტობრივად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მართავდნენ და წარმატებით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას ეგვიპტის ოსმალო გუბერნატორების არსებობის მიუხედავად. 1786 წელს ოსმალეთის სულთანმა აბდულ I ეგვიპტეში გაგზავნა კაპუდან ფაშა (ოსმალეთის ფლოტის ადმირალი) და ჯეზაირლი ღაზი ჰასან-ფაშა იბრაჰიმისა და მურადის გაძევების ბრძანებით. ჰასან ფაშამ ხანმოკლე პერიოდით შეძლო ეგვიპტეზე ოსმალეთის კონტროლის აღდგენა. ისმაილ ბეი დაინიშნა მამლუქების ახალ სამხედრო ლიდერად, სამოქალაქო გუბერნატორად და ფაქტობრივ მმართველად, თუმცა, 1791 წელს, ჰასან-ფაშას მიერ მათი განდევნიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, იბრაჰიმი და მურადი სამხრეთ ეგვიპტის სამალავიდან დაბრუნდნენ ქაიროში და ფაქტობრივი ძალაუფლება დაიბრუნეს. ამ პერიოდში, მურად ბეის ეკავა ამირ ალ-ჰაჯის (ხელმძღვანელი) თანამდებობა. 1798 წელს "პირამიდების ბრძოლაში" დამარცხების შემდეგ, მურად ბეი ზემო ეგვიპტეში გაიქცა, სადაც დაიწყო პარტიზანული კამპანია, რომელიც ფრანგმა გენერალმა დეზემ ჩაახშო. გავრცელებული ინფორმაციით, მურად ბეიმ საფრანგეთის ჯარს ეგვიპტის დასატოვებლად ფული შესთავაზა, ბრიტანელებს კი მოკავშირეობა ალექსანდრიის, დუმიატისა და როზეტის დაკავების სანაცვლოდ. 1800 წელს მურად ბეი შეურიგდა საფრანგეთის არმიის მთავარსარდალ კლებერს და დათანხმდა ქაიროს გარნიზონის მართვაზე, მაგრამ გზაში გარდაიცვალა ბუბონური შავი ჭირისაგან. ეგვიპტის გუბერნატორი, მამლუქების ბელადი, ცხენოსანთა არმიის მხედართმთავარი. მართავდა ეგვიპტეს იბრაჰიმ ბეისთან ერთად, ორივეს ჰქონდა ქართული წარმომავლობა. ეგვიპტიდან ნადავლის სახით წამოღებულ მურად-ბეის ხმალს ნაპოლეონი დიდხანს ინახავდა, 1814 წელს კუნძულ ელბაზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, საჩუქრად გადასცა მარშალ მაკდონალდს. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ. 126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |