The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულეიმან ბუიუქი (დიდი)

დაბადების თარიღი:1722
გარდაცვ. თარიღი:1802  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ახალგაზრდა ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. იგი ბაღდადში მიიყვანა და ერაყის გამგებელ სულეიმან აბუ ლაილს აჩუქა მარდინის ვოევოდამ მუჰამად ეფენდი ბეგმა. აბუ ლაილმა იგი მამლუქებისაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა და დააწინაურა. 1765 წელს ბასრის გამგებლად დანიშნეს. 1780 წელს ერაყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში და 22 წელს განაგებდა. მისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ერაყის გაძლიერება, ირანელთა თავდასხმებისა და არაბ ტომთა გამუდმებული თარეშის აღკვეთა, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის წახალისება. სულეიმან ბუიუქი არის ქულეიმენების ქართული დინასტიის ფუძემდებელი ერაყში. ბაღდადის ფაშა 1780-1802 წლებში, წარმოშობით ქართველი.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.155


გააზიარე: