შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ღუღუნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დარკვეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1925 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ტრამვაის მეურნეობაში სახელოსნოების უფროსად, შემდგომ - ტრამვაის მეურნეობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1932-1934წწ. ავტოსარემონტო ქარხნის მთავარი ინჟინერი და ტექნიკური დირექტორი. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში განახორციელა მშენებარე ქარხნის ხელახალი დაპროექტება, რითაც მიღწეულ იქნა საწარმოს სიმძლავრეთა გაზრდა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი; 1934-1937წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის კომისარიატის საქალაქო ტრანსპორტის ხელმძღვანელი; 1937-1938წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1938-1940წწ. საქკომუნპროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1940-1942წწ. თბილქალაქპროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943წწ. თბილისის საავიაციო ტექნიკუმის სასწავლო საწარმოო სახელოსნოებს ედგა სათავეში; 1943-1945წწ. სამშენებლო მასალების სამმართველოს მთავარი მექანიკოსი; 1945-1947წწ. თბილისის "ლუდლიმონათის" ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი. იგი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოების პროექტირებას ხელმძღვანელობდა. შედგენილი იქნა თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტექნიკური პროექტი, თბილისის საავტობუსო მეურნეობისა და ქუთაისის ტრამვაის მეურნეობის, თელასის საწარმოო კორპუსის პროექტები და სხვ. საინჟინრო-საწარმოო საქმიანობასთან ერთად, 1929-1947წწ. სასწავლო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1947 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; იმავე წელს აირჩიეს გზათა მიმოსვლის ინჟინერთა თბილისის ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის გამგედ; 1959-1962წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შედუღების კათედრის გამგე. ამ პერიოდში მან შექმნა სახელმძღვანელო "ლითონთა ტექნოლოგია", რაც ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო მშობლიურ ენაზე; შემდგომ მან მოამზადა სახელმძღვანელო "ლითონთა წნევით დამუშავება". 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ჯერ სამსხმელი წარმოების, შემდგომ ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოსა და სახელმწიფო-საგამოცდო კომისიის წევრი. პროფესორი. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.146-147 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |