შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ჭიაბრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტი. მონაწილეობდა დუშეთის მაზრაში 1922 წელს ანტისაბჭოთა რაზმების ორგანიზებაში, იყო სამხედრო ცენტრის წევრი, ახლოს იყო შალვა ფავლენიშვილთან და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან; 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ვაჭარი. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.ge; at.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |