The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ჭიაბრიშვილი

სიმონ ჭიაბრიშვილი
ოფიციალური სახელი:ნასყიდ ჭიაბრიშვილი
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტი. მონაწილეობდა დუშეთის მაზრაში 1922 წელს ანტისაბჭოთა რაზმების ორგანიზებაში, იყო სამხედრო ცენტრის წევრი, ახლოს იყო შალვა ფავლენიშვილთან და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან; 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ვაჭარი.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.geat.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სამხედრო ცენტრი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილება, დამფუძნებელი, წევრი

გააზიარე: