შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნაოზ ყარალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ართანა, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თელავის გიმნაზია. თავად რევაზ მიხეილის ძე ყარალაშვილის შვილი; 1917 წელს მოხალისედ მსახურობდა ლაგოდეხში; 1918-1921წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარში (მე-6 პოლკში) პორუჩიკის ჩინით; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს წითელი არმიის 1-ლი ქართული პოლკის უფროსის თანაშემწე; 1922 წლის სექტემბერში ის იყო ძეგვის ხიდზე მდგომ ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსი; კავშირი დაამყარა მიხეილ ლაშქარაშვილის პარტიზანულ რაზმთან; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" უპარტიო წევრი; 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. ოფიცერი. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |