The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ქუთათელაძე

ივანე ქუთათელაძე
Date of birth:February, 1883
Date of death:20 May, 1923  (at 40 years)
Category:Medical Doctor, Veterinarian, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადბეის ადგილი: სოფელი ივანდიდი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი.

1914-1918წწ. I მსოფლიო ომამდე ვეტერინარად მსახურობდა ყარსის 26-ე სასაზღვრო ბრიგადაში, ომის წლებში - კავკასიის არმიაში; ჰქონდა კოლეგიის ასესორის წოდება; 1917 წელს თბილისში დაბრუნდა, შემდეგ მსახურობდა ექიმად საქართველოს ჯარის მე-2 საარტილერიო ბრიგადაში; თადარიგში გასვლის შემდეგ, 1921 წლის მაისამდე იყო საქართველოს არმიის ვეტერინარული სამმართველოს ხელმძღვანელი, თანამშრომლობდა ჟურნალში "ჯარი და ერი", შემდეგ ეწეოდა კერძო პრაქტიკას; გასაბჭოების შემდეგ თანაუგრძნობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და იყო "სამხედრო ცენტრის" წევრი, ეროვნულ-დემოკრატების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე; 1923 წელს დააპატიმრეს და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე; სამხედრო ბეითალი (ვეტერინარი-ექიმი); 1922-1923წწ. ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. აზნაური. 

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები: idfi.ge

Member of Organizations

  • ეროვნულ-დემოკრატების სამხედრო ორგანიზაცია, ხელმძღვანელის მოადგილე
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: